|
2020-12-11 17:14:53, 588 ნახვა
პოლიტიკა
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით ცესკო-ს მიმართეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „ლელომ“ პროპორციული საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით ცესკო-ს მიმართეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მანდატების გაუქმებაზე მოთხოვნა ცესკო-მ სამ დღეში უნდა დააკმაყოფილოს. „დღევანდელი დღეც მართლაც შავი ლაქა იქნება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში. ჩვენ შემოგვაქვს დღეს ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით განცხადება, სადაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას და როდესაც სამი დღის ვადაში დაკმაყოფილდება ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ჩვენ, ნაძალადევად ცნობილი პარლამენტის წევრები, პარლამენტს მივმართავთ განცხადებით, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნას და იურიდიულად გაფორმდება ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)