17:36 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 09:55:47, 504 ნახვა

პოლიტიკა
ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის

მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის და პრემიერის არჩევამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. 

ახალარჩეული პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლითაა განსაზღვრული.

მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს.

ამასთან, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს სამი კვირის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics