|
2020-12-11 09:49:04, 441 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი პირველ სხდომაზე თავმჯდომარეს და სპიკერატს აირჩევს
პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, სპიკერატს და კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევენ. როგორც ცნობილია, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას არჩილ თალაკვაძე დაიკავებს, ხოლო თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს გიორგი ვოლსკი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები კახა კუჭავა და დავით სერგეენკო იქნებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი, ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს კი მიხეილ სარჯველაძე ჩაიბარებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია იქნება წარდგენილი, საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სოზარ სუბარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე, ხოლო დარგობრივ-ეკონომიკურ კომიტეტს დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კი მაია ბითაძე იქნება. დასახელებულ კანდიდატებს კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე უყრის.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)