17:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 09:29:41, 459 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატების მოხსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით დღეს მემორანდუმს გააფორმებენ.

ოპოზიციური სპექტრი 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბება და თავიანთ პოზიციას განცხადებაზე ხელმოწერით დაადასტურებს.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“ და „ლელო“. რაც შეეხება პარტია „მოქალაქეებს“, მათი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ისინი პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრებიან, თუმცა მანდატებს შეინარჩუნებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics