2020-12-10 13:13:33, 731 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მთავრობამ ვერ შეამჩნია დიდი შეკრებები, არ ნიშნავს, რომ ვირუსიც მოტყუვდება
თუ მთავრობისთვის შეუმჩნეველია, რომ ვიკრიბებით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვატყუოთ ვირუსიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირბადე და სოციალური დისტანცია.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და პირბადე და თუ ეს მთავრობისთვის ან აღმასრულებელი სტრუქტურისთვის შეუჩნეველია, რომ ვიკრიბებით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვატყუოთ ვირუსი, ვირუსი არის ჩვენთან და ის არის უხილავი, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან