|
2020-12-08 14:55:27, 447 ნახვა
საზოგადოება
20 წარმატებულ კურსდამთავრებულს გარემოსდაცვითი მმართველის კვალიფიკაცია მიენიჭა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში დისტანციური სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა. ერთკვირიანი სასწავლო პროგრამის 20 წარმატებულ კურსდამთავრებულს გარემოსდაცვითი მმართველის კვალიფიკაცია მიენიჭა. „ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად, კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, ხოლო 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირის - გარემოსდაცვითი მმართველის ყოლის ვალდებულება ეკისრებათ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, სასწავლო კურსის „გარემოსდაცვითი მმართველი“ ფარგლებში, დაინტერესებული პირების მომზადება 2015 წლიდან დაიწყო. დღეისათვის, ცენტრის მიერ, ჯამში, 450-მდე პირია გადამზადებული, რომელთა უმრავლესობა (80%) გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზეა დასაქმებული. სასწავლო პროგრამა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულებისა და მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ნაწილს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)