03:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 23:22:41, 692 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ჩვენ შევქმენით წითელი ხაზების გადახედვის შესაძლებლობები

„ჩვენ შევქმენით წითელი ხაზების გადახედვის შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ შესაძლებლობა არ გამოიყენებს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მათ დაეკისრებათ.

„არსებობდა ორივე მხრიდან წითელი ხაზები, ჩვენი მხრიდან ეს წითელი ხაზი იყო პარლამენტში შესვლის საკითხი, ხელისუფლების მხრიდან წითელი ხაზი იყო ვადამდელი არჩევნების საკითხი.

ფაქტია, რომ საბოლოო ჯამში თუ ჩვენ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ორივე მხარემ ამ წითელი ხაზებიდან სადღაც უნდა გაიწიოს. ამიტომ ჩვენ ჩვენი შეთავაზებით მივეცით სივრცე, რომ მოხდეს ამ წითელი ხაზიდან ცოტათი ჩაჩოჩება, უხეშად რომ ვთქვათ.

ჩვენ შევქმენით წითელი ხაზების გადახედვის შესაძლებლობები, თუ ქართული ოცნება იტყვის, რომ მას ეს შესაძლებლობა არ უნდა, პასუხისმგებლობა იქნება, ცხადია, ქართულ ოცნებაზე და არავინ სხვაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics