19:38 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 12:12:26, 451 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების დაზიანებული ინვენტარის აღდგენა 6 მისამართზე დაიწყო.

მათ შორის, სპორტული მოედნების შეკეთების სამუშაოები გმირი კურსანტების პირველი შესახვევის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ასევე, გმირი კურსანტების N18 მიმდებარედ და მანაგაძის მეოთხე ჩიხის N19 კორპუსთან მიმდინარეობს.

სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ჯამში, მიმდინარე ხელშეკრულებით, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 208 668 ლარი არის გათვალისწინებული.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ ახორციელებს.

ამასთან, მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ინვენტარის მოწესრიგება 16 მისამართზე განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics