|
2020-11-27 11:42:20, 501 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩა N23-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში („ოქროს საწმისის“ შენობა) მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემა იცვლება. პროექტის ფარგლებში, 92 ოჯახისთვის წყალსადენის ახალი შიდა ქსელი დამონტაჟდა - ბინებში არსებული სველი წერტილების სისტემა სრულად შეიცვალა, რამაც ჯამში, 3 200 გრძივი მეტრი შეადგინა. ასევე, ყველა ოჯახში შეიცვლება წყალარინების შიდა ქსელი. 331 გრძივ მეტრზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გარე ქსელი მოეწყო, აგრეთვე, შენობის მიმდებარედ 8 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ვასრულებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს. „ოქროს საწმისის“ შენობაში წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა იყო. საჭირო გახდა წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კომუნიკაციების პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 160 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)