|
2020-11-25 14:41:41, 448 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
გლობალური პანდემიის პირობებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტების სპეციალური სითხეებით დამუშავება. შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ბათუმის, ფოთის, თბილისის აეროპორტისა და ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში განხორციელდა. დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები. აღნიშნული ობიექტები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, ხოლო ოპერატორები მოქალაქეთა მომსახურებას დამცავი ნიღბებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ახორციელებენ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სათანადო წესით დამუშავების პროცესზე ზედამხედველობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)