|
2020-11-24 14:09:02, 495 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე ეწყობა. რის შემდეგაც, დაახლოებით, 4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული პროექტისთვის 457 765 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დინ გრუპ“ ახორციელებს. პატარა ტბის დასახლებაში გლდანის გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. აღნიშნულ დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოუწესრიგებლობის გამო, გამგეობა ვერ ახორციელებდა გზის საფარის მოწყობას. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა განხორციელდა, რის შემდეგაც გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, საგზაო სამუშაოები დაეწყო.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)