|
2020-11-19 12:33:31, 691 ნახვა
საზოგადოება
გაიხსნება თუ არა სამთო-სათხილამურო კურორტები - ეკონომიკის მინისტრის განმარტება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რამდენად სრულფასოვნად ამუშავდება წელს სამთო-სათხილამურო კურორტები. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე აღნიშნა, როგორც ზამთრის, ასევე საზაფხულო კურორტები დიდი მობილობის გენერატორია და ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანში არსებულ ეპიდვითარებაზე. „ჩვენ არ ვაპირებთ მასშტაბურ „ლოქდაუნს“ ქვეყანაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია და ვმართოთ ეპიდემიის გამოვლინებები და ამავდროულად, ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით შევინარჩუნოთ და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ. ჩვენთვის პრიორიტეტია, რა თქმა უნდა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, იმედი მაქვს ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგების რჩევები, ზამთრის კურორიტი, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორია, რამდენად შევძლებთ ჩვენ ამ პირობებში, რომ სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა ეს კითხვა დგას და ინფორმაციას მოგახსენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)