|
2015-09-24 19:07:00, 555 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
ხვალ 11 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. იურიდიული პროფესიის სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდისა და მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა საქართველოს (როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში) 13 წამყვან უნივერსიტეტთან. მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრის მე-4 კურსი; მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სთავაზობს პერიოდულ, უფასო საჯარო ლექციებს, სადაც სწავლა ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ მეცადინეობებზე. გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, ხოლო ლექტორები იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის პედაგოგები-მოქმედი მოსამართლეები. მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ საშუალება ასევე გაეცნონ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობას, მოინახულონ იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და სკოლის ბიბლიოთეკა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)