|
2020-11-17 18:47:18, 694 ნახვა
საზოგადოება
Strateg East EPAM IT HUB Tbilisi – ის პირველი კურსდამთავრებულები ტექნოპარკში დაჯილდოვდნენ
ტექნოპარკში Strateg East EPAM IT HUB Tbilisi-ის პირველი ნაკადის სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ორგანიზაცია StrategEast-ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა და EPAM-ის დირექტორმა, პროგრამულმა ინჟინერმა სერგეი აგეენკომ გახსნეს. სასწავლო პროგრამის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ შემდეგ სპეციალობებში INTRODUCTION TO C#, NET CORE და SOFTWARE TESTING. საგანმანათლებლო ცენტრი IT HUB Tbilisi 2020 წლის თებერვალში გაიხსნა ამერიკული ცენტრის StrategEast-ის და წამყვანი ამერიკული საინჟინრო კომპანია EPAM Systems-ის ერთობლივი ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით. IT HUB Tbilisi-ის მთავარი მიზანია IT სფეროში კვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ტექნოლოგიური მეწარმეობის შესაძლებლობების გაფართოება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და IT მომსახურების ექსპორტი. ტრეინინგები ჩატარდა EPAM-ის ტრენერების მიერ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, სწავლის დასრულების შემდეგ, მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი IT სფეროში. ტრეინინგ-ცენტრი მოიცავს 5 სპეციალობას რომელთა შორის ისეთი სპეციალობებია, როგორიცაა: front-end developer, ASP.NET developer, JAVA developer, Android app developer, and QA engineer.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)