12:29 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 17:34:38, 682 ნახვა

კომენტარი
იმედია, სხვა ეპიზოდებშიც ასეთივე განაჩენი დადგება - შაქარაშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ობიექტურად აფასებს

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც არასრულწლოვნები დამნაშავედ ცნო, ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი იმედოვნებს, რომ სხვა ეპიზოდებშიც ასეთივე ობიექტური განაჩენი დადგება.

„ოჯახს მიაჩნია, რომ განაჩენი არის ობიექტური. ოჯახს ჰქონდა იმედი სასამართლოს ობიქტურობის. შესაბამისად, აღნიშნული პირების გამტყუნება ყველა წაყენებულ ეპიზოდში არის სამართლიანი. გვაქვს დიდი იმედი, რომ სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებითაც, რომელზედაც კვლავ მიმდინარეობს საქმის წარმოება სასამართლოში, დადგება ასეთივე ობიქტური განაჩენი სასამართლოში. არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსით არსებობს გარკვეული შეზღუდვები. შესაბამისად, ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე სასჯელი იქნება ისეთივე ობიექტური, როგორც კვალიფიკაციასთან მიმართებაში სასამართლოს მიდგომა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლოს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები დამნაშავედ ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics