13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 14:46:44, 720 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ნევმირებული საგალობლები, X-XI საუკუნეები

საქართველოს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ხელნაწერი -საგალობლები ნევმებით, X-XI საუკუნეები.

ნევმებით გაწყობილი ერთ-ერთ უადრესი ქართული ხელნაწერი. გადაწერილია კალიგრაფიული ნუსხურით. საზედაო გრაფემები, სათაურები, ანდერძი და ნევმები შესრულებულია სინგურით. მიუხედავად ფრაგმენტული ხასიათისა, შენარჩუნებულია ანდერძი, რომელიც მთავრულითაა ნაწერი: „გლახაკი მონაჲ შენი [...], წმიდანო ღმრთისანო, მომიჴსენეთ“. ეტრატი, ზომა: 14.4X10.5

ნევმები ძველი მუსიკალური ნიშნებია, რომელთა ჩამოყალიბებას სპეციალისტები დაახლოებით VIII-IX საუკუნეებისათვის ვარაუდობენ. ქართულად ნევმირებული საგალობლების შემცველი კრებულები X საუკუნიდან ჩნდება. მათგან ყველაზე ცნობილია მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“ (977-978).

გამოცემულია „ნევმირებული ძლისპირნი“, რომელიც ამ თემაზე ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ გამოცემას წარმოადგენს და, ზოგადად, ქართული სანოტო ნიშნებით გაწყობილი ტექსტების შემცველი ხელნაწერები საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

თუმცა, ეროვნულ არქივში დაცული წინამდებარე ხელნაწერი სამეცნიერო მიმოქცევაში ჯერ არ ყოფილა. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტექსტოლოგიური შესწავლა.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics