02:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 18:08:42, 583 ნახვა

საზოგადოება
ანზორ მელია - მთავრობისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ

მთავრობისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ, - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ნიკა მელიას ბიძინა ივანიშვილი არ დააჯილდოვებს.

„გირაო ერთხელ გადაიხადა ნიკამ, ბინა ჩავდეთ და ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ ხომ არ გადაიხდის? ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ აირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს ? ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული 30 000-ლარიანი გირაოს 100 000-მდე გაზრდას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics