09:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 10:45:22, 2013 ნახვა

გრიგოლ ვაშაძე - ხმა მივეცი ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ქვეყანაში

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ხმა მივეცი ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ეროვნული თანხმობა და კომპრომისი, რათა სწრაფად გაუმკლავდეს უზარმაზარ გამოწვევებს.

„დღეს დილას 5 საათზე ჩამოვედი სამეგრელოდან და კიდევ ერთხელ ჩვენს ძმებს, ჩვენინ თანამებრძოლების ოჯახებს, ჩვენი გულწრფელი სამძიმარი ამ ტრაგედიის გამო. რაც შეეხება ხმის მიცემას, ტრივიალური გხდა აღმშენებლობას, განვითარებას და სხვა. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ამ ქვეყანაში. იმას, რომ მოსახლეობის 50% აღარასოდეს აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში და არ თვლიდეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს არათავისიანად.  ხმა მივეცი იმას, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა და კომპრომისი სჭირდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეს უზარმაზარ გამოწვევებს, რომელიც ახლაც გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება 2024 წელს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics