05:37 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 10:54:21, 410 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2020 წლის 26 ოქტომბერს ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მკაცრად არის გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისაგან.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 2020 წლის 26 ოქტომბერს ერთ-ერთ სატელევიზიო არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, თითქოსდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის ჩართულობაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მკაცრად არის გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისაგან. უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში.

სიუჟეტში დასახელებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში (1-ლი სექტემბრიდან) იმყოფებოდა სამსახურში ქ. ქუთაისში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი გადავიდა თვითიზოლაციაში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics