20:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 18:54:14, 533 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: „პანორამა თბილისის“ საკითხი მოქალაქეებთან დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს

 პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, პროექტი „პანორამა თბილისის“ საკითხი მოქალაქეებთან დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

ამის შესახებ აბაშიშვილმა ჟურნალისტებს „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„ცხადია, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ მსგავსი ტიპის საკითხი უნდა გადაწყდეს მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობების მიერ, მოქალაქეებთან აქტიური დიალოგით, ჩართულობის ფონზე“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, 13–მა საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროექტი „პანორამა თბილისი“ არ უნდა განხორციელდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics