|
2020-10-19 13:55:41, 563 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ, საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა და გაგება სჭირდებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ კოვიდთან ბრძოლაში და საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადაყვანის სტატისტიკაზეც ისაუბრა. „მინდა მოკლედ მოგაწოდოთ ის სტატისტიკა, როგორიცაა ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადაყვანის შესახებ და ალბათ, ეს რიცხვები დაგარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენი ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაოებენ. მათ ნამდვილად სჭირდებათ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და გაგება, თუ რატომ ხდება ეს შეფერხებები, რომელიც არამხოლოდ კოვიდის პერიოდში, არამედ სხვა დროსაც გკლინიკებში ბინიდან გადაყვანა განხორციელდა 226 ჩვენი მოქალაქის, საკარანტინე ზონიდან კონტაქტებში კოვიდდადასტურებული შემთხვევებისას 19 ადამიანის გადაყვანა მოხდა კლინიკაში. ბინიდან კარანტინში გადაყვანაც არის „112“-ის მოვალეობა და მოხდა 78 პაციენტის გადაყვანა, ხოლო კლინიკიდან კარანტინში მოხდა 26 პაციენტის გადაყვანა. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ ახალი მოდელით, როდესაც ჩვენ კოვიდსასტუმროებში გვყავს შედარებითი მსუბუქი პაციენტები, მობილიზებულია ექიმების ჯგუფი. როდესაც პაციენტს არ ესაჭიროება სივრცეში დაყოვნება ჩვენ ისინი გადაგვყავს სასტუმროებში. 24 საათის განმავლობაში 82 პაციენტი გადავიყვანეთ კლინიკიდან კარანტინში. ჩვენ მივიღეთ 318 ცხელებიანი პაციენტი, საიდანაც კოვიდკლინიკაში მოხდა 25 პაციენტის გადაყვანა. ეს რიცხვები არის დაახლოებით 1000-მდე და მინდა დაგარწმუნოთ, ნამდვილად ვცდილობთ, რომ ჩვენს პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)