12:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 10:57:08, 644 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა უშბადან დაშავებული გერმანელი ტურისტები უვნებლად ჩამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მესტიის რაიონში, უშბაზე მყოფ გერმანელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს.

უწყების ინფორმაციით,  შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მესტიის რაიონში, მწვერვალ უშბის მიმართულებით მიმავალ გერმანელ ტურისტებს მაშველების დახმარება ესაჭიროებოდათ, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული და ძლიერი ტკივილების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა.  

"დაკარგული და დაშავებული ტურისტების ჩამოსაყვანად, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის მეორე სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების 7 კაციანი და სასაზღვრო პოლიციის 6 კაციანი ჯგუფი. ნაპრალში ჩავარდნილ ტურისტს გადაადგილება არ შეეძლო, მაშველებმა იგი დაახლოებით 10 კმ. ფეხით სავალ გზაზე ხელით ატარეს და სოფ. ბეჩომდე უვნებლად ჩამოიყვანეს. ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა, გერმანელი ტურისტები მესტიაში ჩამოიყვანეს, საიდანაც დაშავებული ტურისტი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს",-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics