|
2020-10-15 22:38:04, 539 ნახვა
საზოგადოება
გია სოფაძე: თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის
თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის, თუმცა ამ ლანდშაფტების გვერდით, ანთროპოგენული ზეწოლის შედეგად, დასერილი ტერიტორია გვხვდება, - ამის შესახებ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, გია სოფაძემ თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩატარდა ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც ლანდშაფტის ყველა კომპონენტს მოიცავდა. „ჩვენი მიზანი იყო, ლანდშაფტის შესწავლა, რათა მათი მდგრადობა დაგვედგინა. ლანდშაფტის მდგრადობა განისაზღვრება უნარით, შეინარჩუნოს სტრუქტურა და ფუნქციონირება ნებისმიერი ანთროპოგენული დატვირთების მიმართ. ამ მიზნით, ჩავატარეთ ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც მოიცავდა ლანდშაფტის ყველა კომპონენტს, განსაკუთრებით, ნიადაგის ქიმიურ-ფიზიკური თვისებების შესწავლას. ასევე, ჩავატარეთ გარემოსდაცვითი კვლევები, რომლის მიხედვითაც, სენსიტიური ზონები გამოვყავით. ყველაზე მაღალი სენსიტიური ზონებისთვის ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომა გამოვიყენეთ, რომელიც ურბანული და ბუნებრივი გარემოს კავშირების შერბილების ევროპულ პრაქტიკას გულისხმობს“, - განაცხადა გია სოფაძემ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა კვლევაზე დაფუძნებული ხედვებიც წარმოადგინა, თუ როგორ მიიღწევა უბრანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა. „იმისათვის, რომ ურბანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა მოხდეს, საჭიროა, ისტორიული ლანდშაფტის მცენარეების შენარჩუნება ან აღდგენა, ასევე, ლანდშაფტური სეზონური დინამიკის გათვალისწინება. ამ მიზნით, მიზანშეწონილი იქნება, თუ ტყის აღდგენისას გავითვალისწინებთ ქვე-ტყეს, ბუჩქნარ-ბალახოვანი საფარით“, - აღნიშნა გია სოფაძემ. მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)