08:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 15:32:57, 694 ნახვა

კომენტარი
ეპისკოპოსი იაკობი დავით-გარეჯზე - სასიხარულოა, რომ წესიერი რუკა ვნახეთ, რომელიც უნდა გვქონოდა

„სასიხარულოა, რომ წესიერი რუკა ვნახეთ, რომელიც უნდა გვქონოდა“ , - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალმა პარლამენტმა დროულად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებებზე მსჯელობა.

„როდესაც შენ იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადაოს ხდის, ჩემი ბრალია?! ნახეს ეს რუკა და სულ არ მაინტერესებს საიდან ჩამოიტანეს, მთავარია, რუკა იყოს სწორი, ყველა მხარემ მიიღოს. მაგრამ სხვა რამის ეშინიათ ეტყობა, ზუსტად ისე არ გავიდეს საზღვარი, როგორც ახალ რუკაზეაო, ეტყობა მაგის ეშინიათ. არ უნდათ, რომ რომელიღაც ხელისუფლებამ გააკეთოს.

დღეს რომ არ მოესწრება ამ ხელისუფლების დროს, ეს ხომ ცხადია. ახალი პარლამენტი იქნება და მერე თუნდაც რუკა გვქონდეს, ამას უნდა მოლაპარაკებები.

უბრალოდ სასიხარულოა, რომ წესიერი რუკა ვნახეთ, რომელიც უნდა გვქონოდა“ , - განაცხადა იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics