|
2020-10-10 17:57:08, 950 ნახვა
კომენტარი
მაქარაშვილი დაკავებულ ექსპერტებზე - არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ქულებს იწერს და ამით ცდილობს გამარჯვებას
„არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ქულებს იწერს და ამით ცდილობს გამარჯვებას“ , - ამის შესახებ გიგა მაქარაშვილმა პარლამენტთან აქციის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ქმედებები ძალიან გაქვს რუსული ძალის ნამოქმედარს. „კიდევ ერთი რიგითი მოქალაქის პოზიციაა, რომ ეს ყველაფერი ძალიან გაქვს რუსული ძალის ნამოქმედარს. მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჩვენ გვაკვირდება, თუ როგორ ჩატარდება წინასაარჩევნო კამპანიები, როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორ დავიცავთ ჩვენ ხმებს და ასე შემდეგ - ამის ფონზე ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე მიდის, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ მისი პოლიტიკური ინტერესებისთვსი ბიუჯეტები მიიღოს. ფაქტია, რომ მას ამ ორი ადამიანის დაჭერა არაფერში ჭირდება, თუ სხვა თემებზე გასვლა არ უნდა, თუ იმ თემებზე გასვლა არ უნდა, რაც მას უფრო დიდ უპირატესობას მოუტანს. ის ფიქრობს, რომ მზგავსი თემებით გამაჯრვებული რჩება. როგორც ჩანს, ნებიმიერ ჩვენგანს მოადგება, დაიჭერს და დააბრალებს ქვეყნის ღალატს, მოიგონებს საქმეებს, რომელთანაც არავითარი კავშირი არ გვქონია და ჯამში პოლიტიკურ ქულებს დაიწერს. ჩვენ ამ ისტორიული არჩევნების წინ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გვესმოდეს ერთმანეთის. პირვლივე შემთხვევა, რომელიც ასეთ დროს დააზარალებს ჩვენ ქვეყანას არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე“ , - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)