|
2020-10-05 16:47:51, 813 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორეს საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სპეციალურ ცერემონიალზე საპატიო დოქტორის ხარისხი (honoris causa) მიანიჭეს. ღონისძიებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. ,,მიხარია, რომ ვიმყოფები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-სათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიალზე და როგორც საქართველოს პრეზიდენტს საშუალება მეძლევა მოკლედ ვისაუბრო ქართული საზოგადოების სახელით მისი უწმინდესობის ღვაწლზე ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. ისიც უნდა დავამატო, რომ ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რომ ჯერ არ ჰქონდა უწმინდესს მიღებული საპატიო ხარისხი ჩვენი სემინარიის და აკადემიისა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)