12:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 13:46:00, 445 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინიფიცრებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირების ახლო კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა დარჩნენ.

„მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც ალბათ, 2 დღეში შევა ძალაში. ეს გახლავთ, ძირითადად ინფიცირებულ კონტაქტირებულ ადამიანთა ქცევასთან მიმართებაში. ამაზე უკვე შევჯერდით, სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინიფიცრებულების ახლო კონტაქტები, ოჯახის და სამსახურებრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. სახლში უნდა დარჩნენ ან ვისაც არ აქვს თვითიზოლირების საშუალება, ისინი დარჩნენ კარანტინში. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება. 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმაავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი-ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics