12:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 14:19:35, 715 ნახვა

კომენტარი
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე დაშავებულ ჟურნალისტზე - ღობეზე გადახტა და ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე მარნეულში ჟურნალისტის ცემის ფაქტს უარყოფს.

მისი თქმით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ღობეზე გადახტა და ასფალტზე წამოწვა, თითქოს ნაცემი იყო.

„არ მომხდარა არანაირი ცემის ფაქტი. არ დამინახავს. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მე დავინახე ჩემი თვალით, რომ ჯეიჰუნი გარბოდა, გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალტზე, თითქოს ნაცემი იყო. ეგ არის უნამუსო ადამიანი“, - განაცხადა ამირან გიორგაძემ.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები დაშავდნენ, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics