12:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 20:28:18, 664 ნახვა

კომენტარი
პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა

პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს  „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ დამოუკიდებლობის დღე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მიულოცა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ეს დღეს არის სიმბოლო აფხაზი ერის სიმამაცისა და სიმტკიცის დღე.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და ასლან ბჟანიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს   „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ზეიმობენ.

ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთი 1993 წლის სექტემბერს დატოვეს.

სამხედრო დაპირისპირების შედეგად თბილისმა რეგიონზე კონტროლი დაკარგა. მსხვერპლი დიდი იყო კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს, დაიღუპა ათასობით ადამიანი, 300 000-ზე მეტი დევნილად იქცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics