|
2020-09-30 13:59:20, 433 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრა გამართა. მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, 2020 წლის 25 სექტემბერს გაიხსნა ქალაქ თბილისში. მისი მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება. შინაგან საქმეთა მინისტრმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე, კერძოდ: - განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურისთვის სავალდებულოა შესასრულებლად; - არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის შემუშავდა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უკვე მიმდინარეობს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მოსამსახურეების ონლაინ ტრენინგი არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის საკითხებზე.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)