13:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 12:42:23, 553 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - დავით-გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება, ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით-გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება.

მისი თქმით, ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ინფორმაციაა ჩვენთვის ისევეა ცნობილი, როგორც  გაცხადებულია პროკურატურის მიერ. წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები. მაგრამ ჩემი მოსაზრება და ჩემი ოპონენტების მოსაზრება აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები. რასაკვირველია, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე კომისიის წევრების ქმედებების კანონიერებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics