13:11 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 12:41:03, 575 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური პავილიონები პეკინის გამზირზე ათ ოქტომბრამდე იქნება განთავსებული

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების მიზნით, პეკინის გამზირზე არსებული  მუნიციპალური პავილიონები  10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული, შემდეგ კი  ვაკის რაიონში გადაინაცვლებს.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ  საბურთალოს მოსახლეობა უფასო პარკირებისთვის ავტომანქანების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებგვერდზე შეძლებს.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ პეკინის გამზირზე განთავსებულ პავილიონებს და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, დროულად დაარეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალებები.

„თქვენ იცით, რომ პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები უკვე ჩართულია ამ სიახლეში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დაარეგისტრირონ ავტომობილები იმისთვის, რომ პარკირება მათთვის უფასო იყოს. ჩვენ პავილიონები გვაქვს განთავსებული მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი აქ 10 ოქტომბრამდე დარჩება. მომდევნო ეტაპი კი, როგორც წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვი, იქნება ვაკის რაიონი. კონკრეტულად, აბაშიძე, ფალიაშვილი და მათი მკვეთი ქუჩები.  20 ოქტომბრიდან, ვაკის რაიონში განთავსდება ეს მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარკირება უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი. ანალოგიური მიდგომა ქალაქის სხვა ქუჩებზეც გავრცელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში და მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც სარგებლობს ზონალურ-საათობრივი პარკირებით.

 ამ პავილიონების გადატანის შემდეგ არ იფიქროთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ ექნება საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირების შესაძლებლობა.  ისინი, შეძლებენ ზუსტი ინფორმაცია შესაბამის ვებგვერდზე მიიღონ  და დაარეგისტრირონ  საკუთარი ავტომობილები. ჩვენი მხრიდან ყველანაირ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ხელი შეგიწყოთ დარეგისტრირებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.                                                  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics