15:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 21:56:32, 660 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილი დღეს აქ არ არის, რადგან მადლობების მოსმენა არ უყვარს, მაგრამ მე მაინც ვუხდი მადლობას მას

„ბიძინა ივანიშვილი დღეს აქ არ არის, რადგან მადლობების მოსმენა არ უყვარს, მაგრამ მე მაინც ვუხდი მადლობას მას“ , - ამის შესახებ თეა წულუკიანმა რვა წლიანი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მის რვა წლიან მოღვაწეობაში ბიძინა ივანიშვილს დიდი როლი ეკავა.

„თუ ადამიანი სინდისთან მწყრალად არ არის და თუ მადლიერების განცდა უფალმა არ წაართვა, ასეთი ადამიანები თავისით იტყვიან მადლობას, რადგან ამის დანახვა შეუძლებელია.

 მე მინდა დღეს სხვანაირი მადლობა ვთქვა, რადგან სამწუხაროდ, დღეს მან თქვა, რომ არ მოვალ,იმიტომ რომ მადლობის მოსმენა არ მიყვარსო ეს მართლაც, ასეა მაგრამ მე მაინც ვუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს. მადლობა იმისთვის, რომ მხარს მიჭერდა, ხშირად რჩევით, ხანდახან ძალიან მწვავე კრიტიკით, ხელს მიწყობდა, რომ არ დავცემულიყავი, ხელს მიწყობდა, რომ ეს საქმე მეკეთებინა რვა წლის განმავლობაში, რასაც ქვეყნისთვის აგურის დადების ვალდებულების შესრულება ჰქვია.

მე ამას ძალიან ვაფასებ, რომ ეს შესაძლებლობა მქონდა მისი დახმარებით" — განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics