14:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 19:14:45, 559 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარს მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ესტუმრა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით დაფნის საწარმო შექმნა.

,,დღეს მეფუტკრე მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ვესტუმრეთ. ქალბატონი მარინა წლებია მეფუტკრეობას მისდევს, მისი წინაპრებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. „აწარმოე საქართველოში" დახმარებით მეწარმემ თაფლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. მარინა ქარდავა ამჯერად 150 ფუტკრის ოჯახს ფლობს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ახალგაზრდა მეწარმე ირაკლი ჩიქავამ, სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფნის საწარმო შექმნა. საწარმო ფუნქციონირებას ოქტომბერში დაიწყებს. პროგრამით ახალი ბიზნესები (სტარტაპი) დაფინანსდა.

,,სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ. ზუგდიდელებს უყვართ შრომა,  არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ, რაც  ნიშნავს მეტ დასაქმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ზუგდიდელებმა შეძლონ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დოვლათის შექმნისა და დასაქმების ზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენ გავაგრძელებთ  მსგავსი პროექტების მხარდაჭერას", - განაცხდა ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მეწარმეებთან მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics