|
2020-09-25 20:19:19, 484 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - მივესალმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გახსნას
„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მიესალმება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნას და დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ტარდება, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და სტრატეგიული პარტნიორების პოზიტიური შეფასებებიც ადასტურებს. ბუნებრივია, დემოკრატიას მუდმივად სჭირდება განმტკიცება და სრულყოფა, რისთვისაც „ქართული ოცნების" მხრიდან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციითა და მათი ჩართულობით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც საარჩევნო პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალესა და დემოკრატიულს გახდის. გლობალური პანდემიისა და ეპიდემოლოგიური ვითარების მიუხედავად, „ქართული ოცნების" მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ განახორციელოს. კიდევ ერთხელ მივესალმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გადაწყვეტილებას და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)