15:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 20:37:34, 1043 ნახვა

საზოგადოება
ქორწილებზე და რიტუალურ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებით მიყენებული ზარალი შესაძლოა ანაზღაურდეს

ქორწილებზე და რიტუალურ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებით მიყენებული ზარალი შესაძლოა ანაზღაურდეს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ არსებობს რისკი, რომ  ამ ზარალის ანაზღაურება აისახო კანონის დარღვევად.

"ამაზე მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ბოლო პერიოდის შეზღუდვები შეეხოთ ქორწილებიდან, რიტუალური ღონისძიებებიდან გამომდინარე.  

ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ერთი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საჭირო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ, მაქსიმალურად ეს ზიანი აუნაზღაურდეთ და, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს არჩევნები და არ გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, ყოველ შემთხვევაში, არჩევნების დღემდე, ეს იქნეს აღქმული კანონის დარღვევად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ბალანსი დავიცვათ, თუმცა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში ამ ადამიანებს ინფორმაციას მივაწვდით." - განაცხადა მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics