15:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 14:43:24, 588 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ დისტანციური სწავლების მეთოდი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლების მეთოდი.

„იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს და ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ისინი დარეგისტრირდებიან. ეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემაა და ყველას ინტერესს ითვალისწინებს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics