|
2020-09-22 13:13:39, 605 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების პროექტის“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ევროპის საბჭოსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა დაესწრნენ. მაია ბითაძის განცხადებით, ევროსაბჭოს დახმარებით, საპილოტე პროექტი, რომელიც საქალაქო პარკების მშენებლობის დროს საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს, წარმატებით განხორციელდა. „ახლა იქმნება მუდმივი პლატფორმა. ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმები, მითუმეტეს, რომ მას მხარს ევროსაბჭო უჭერს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. ამასთან, დაგეგმილია დისკუსიისა და კოორდინაციის მდგრადი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით განიხილება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საქალაქო პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის ინიციატივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია, საქართველოს პარლამენტის წევრები - ზაზა გაბუნია და სოფიო კილაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ევროპის საბჭოს ექსპერტები ვაჟა სალამაძე და დავით ლოსაბერიძე.
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)