12:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 12:48:02, 721 ნახვა

რეგიონი
კორონავირუსით გარდაცვლილ 60 წლის ქალს გულის იშემიური დაავადება და მოციმციმე არითმია ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტის შესახებ ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ამასთან, მას ჰქონდა თანმხლები დააავდებებიც.

„60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული „კოვიდ 19“-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics