|
2020-09-20 21:03:47, 806 ნახვა
პოლიტიკა
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დაათვალიერეს
დღეს, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების" ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ დაათვალიერეს. სრულად რეაბილიტირდა 1000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა. შესაბამისად საბაზო, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე თანამედროვე სტანდარტების თანახმად მოწყობილ შენობაში განთავსდნენ. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო, სპორტული დარბაზები და ღია სტადიონი მოეწყო. წლის ბოლომდე დასრულდება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის მშენებლობაც. აღსანიშნავია, რომ აქ მოსწავლეებს და არა მარტო პირველ სკოლელებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს. აქ დაიგეგმება შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან. ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლას, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ ჭეიშვილი და სხვა გამოჩენილი მამულიშვილები სწავლობდნენ, დაარსებიდან 175 წელი შეუსრულდა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)