17:17 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 17:20:40, 654 ნახვა

საზოგადოება
„ქუთაისის აეროპორტის და ქუთაისის/ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ 48 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

COVID-19-ის რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 11-18 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტის და ქუთაისის/ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების" 48 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა ტესტის შედეგი უარყოფითია.

„აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი ტრანსპორტის მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები.)

აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით.

ზემოაღნიშნული პერიოდის გათვალისწინებით, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა 5 769 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics