17:17 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 20:39:59, 828 ნახვა

საზოგადოება
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუს“  საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა.

„მეხანძრე-მაშველებმა უწყვეტი სამუშაობის შედეგად ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე, ბუჩქებს და ეკალბარდს ეკიდა. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ცოცხალი ძალა ინდივიდუალური აღჭურვილობით აწარმოებდა ქრობის სამუშაოებს. სალოკალიზაციო სამუშაოებს ქარიც ართულებდა.

ამ დროისთვის 30 მეხანძრე-მაშველი რჩება ხეობაში და აგრძელებს ცალკეული მხრჩოლავი კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს. დამწვარია ორ ჰექტრამდე ხმელი ბალახი და ეკალ ბარდი. ცეცხლის გავრცელების საშიშორბა მოხსნილია. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება“ , - ვკითხულობთ უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics