|
2020-09-16 11:34:25, 903 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ფულს დაზოგვის ნაცვლად ბიუროკრატიასა და პარტიულ აქტივში ხარჯავს
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაზე საუბრობს. კაპანაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დროს, ხელისუფლებას შეემცირებინა ბიუროკრატიული ხარჯები და ის სოციალური დახმარებებისაკენ გადაემისამართებინა, შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ბიუროკრარტიული ხარჯების რიცხვი გაიზარდა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, თანხა, რომელიც უნდა დარჩეს ეკონომიკაში, ყოველწლიურად მიდის ბიუროკრატების ჯიბეში. მისივე თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და კონკრეტული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა შემცირდეს ეს ხარჯები. „გასაჯაროვდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა, თუ როგორ იხარჯება და იფლანგება ჩვენი ფული საჯარო უწყებებში. ამ კვლევის შედეგები შემაშფოთებელია და ეხება სწორედ იმას, რაზეც ევროპული საქართველო წლების განმავლობაში საუბრობს, რომ არის საჭიროება, რომ რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯები. ეს ფული უნდა დარჩეს ეკონომიკაში და მოხმარდეს ხალხს და არა დაქირავებულ, შტატგარეშე მოსამსახურეებს. როგორც აღმოჩნდა, წლიდან წლამდე იზრდება საშუალოდ 12%-ით იზრდება შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება სახელმწიფო უწყებებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ ფული დაზოგოს და ფული მოახმაროს ხალხს, ის ამ ფულს ახმარს ბიუროკრატიას და თავის პარტიულ აქტივს. მარტო წელს, კორონას პირობებშიც კი, ნაცვლად იმისა, რომ წელს მაინც მოეჭირათ ქამრები,როგორც ეს ევროპულმა საქართველომ შეთავაზა მათ, წელსაც ხელისუფლებამ გაზარდა ბიუროკრატიული ხარჯები 20 მლნ. ლარით, ვიდრე ეს წინა წლის 6 თვეში იყო. ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ამ ფულს, არ ირჩევიან რაიმე კონკურსის წესით და იღებენ ძალიან დიდ ხელფასს. ეს თანხა შეიძლება გამოყენებულიყო მრავალ დარგში. ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, ეს ხარჯი, ბიუროკრატიული ხარჯი, შემცირდება 2 მლრდ. ლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა დარჩება ეკონომიკას, ხალხს და არა ქართული ოცნების თანამდებობის პირებს და მათ ოჯახებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)