|
2015-09-15 12:32:10, 1056 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაზე რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ არ მოუმართავს
სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაზე რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ არ მოუმართავს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ სირიის მიმართულებით გადაადგილებისას, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მოუმართავს. ამგვარი მომართვის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავების ფრენებთან ან სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთის საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებით, იქნება უარყოფითი“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)