22:35 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 10:30:26, 2523 ნახვა

საზოგადოება
შუახევში ავარიის დროს დაშავებულმა ერთ-ერთმა პირმა კლინიკა დატოვა, ხოლო მეორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

შუახევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირიდან, ერთ-ერთმა კლინიკა დატოვა, ხოლო მეორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ბათუმის ირის ბორჩალოს სახელობის ჯანმრთელობის ცენტრის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა.

ექიმის თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციები ამ დროსითვის დამაკმაყოფილებელია.

„ავადმყოფი ხოჯრევანიძე, 52 წლის, ინტენსიურ განყოფილებაში შემოვიდა 4-რიცხვში, 00:15 საათზე. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა. აღენიშნება ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა, მდგომარეობა სტაბილურია. სასიცოცხლო ფუნქციები ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მეორე ავადმყოფს, მან კლინიკა დატოვა“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics