01:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 12:26:21, 2934 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერებმა ბათუმში, ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში, ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.

მმართველი გუნდის ლიდერებს კომპლექსის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ პროექტის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ  ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსში ახლა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების" ლიდერებმა  ხაზი გაუსვეს აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

ამ ეტაპზე, სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება, დასრულდა სკამების მონტაჟი. პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 62 მლნ ლარია.

ბათუმში კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტი, ახალი სპორტული ბაზის და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 2 500 ბავშვზეა გათვლილი და მისი ღირებულება 9 მლნ ლარია. მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics