00:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 18:28:12, 2477 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას რუსეთის ფედერაციიდან იღებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას რუსეთის ფედერაციიდან იღებს.

როგორც კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გაშიფრულია კონკრეტული სქემა, თუ როგორ ხდება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ მათთვის ფულის მიწოდება.

„დღეს მედიით გავრცელდა ძალიან საინტერესო, საყურადღებო და ამასთანავე, შემაშფოთებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფინანსდება „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. კონკრეტული სქემა არის გაშიფრული, როგორ ხდება მათი კურირება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ და როგორ ხდება მათთვის ფულის მიწოდება, როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ გაძლიერდეს საქართველოში და შემდეგ შეუქმნას კოალიციური მთავრობა „ქართულ ოცნებას“. კონკრეტული გვარები არის დასახელებული იმ გამოძიებაში, რომელიც გაავრცელა „დოსიემ“, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ ეფ-ეს-ბეს“ პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გრუ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი არიან „პატრიოტთა ალიანსის“ უშუალო კურატორები მოსკოვში, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალის ვლადიმერ ჩერნოვის დაქვემდებარებაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics