02:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 14:48:22, 1665 ნახვა

საზოგადოება
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ზეხმელი და დაავადებული ხეები მოიჭრება

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ზეხმელ და დაავადებულ ხეებს მოჭრის. სამუშაოები 25 აგვისტოდან დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, განხორციელდება მცენარეების ფორმირებისა და მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოები, რათა იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ რეკრეციულ სივრცეს ყოველდღიურად სტუმრობენ, მეტი კომფორტი შეექმნათ.

დღის განმავლობაში, იპოდრომის ყოფილ ტეროტირიაზე უამრავი მოქალაქე  გადაადგილდება. ზეხმელი და ხმობადი ხეებისგან ტერიტორიის გათავისუფლება კი ავარიული მდგომარეობის საფრთხეს მინიმუმამდე შეამცირებს.

დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. შესაბამისად, თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად, ტერიტორიაზე ახალი ნარგავები გაშენდება.

სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics