04:01 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 13:35:58, 1032 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას

სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშული დახმარება ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ განაახლონ დაზიანებული ბაღები.

„სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები,  მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაზიანდა ახალშენი ვენახები. ჩვენს ფერმერებს, ფაქტობრივად, ახლიდან უწევთ ბაღების და ვენახების გაშენება. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ პროგრამაში „დანერგე მომავალი“  კომპონენტი, რომელიც დროში შეზღუდული არ არის, მოიცავს ყველა რეგიონს და ფერმერებს  საშუალებას მისცემს, განაახლონ დაზიანებული ბაღები. სახელმწიფო 100%-ით აანაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას. თუ ჩვენი ფერმერები  გადაწყვეტენ, რომ ესა თუ ის მრავალწლოვანი კულტურა ჩაანაცვლონ სხვა კულტურით, მათ პროგრამის ახალი კომპონენტი ამის საშუალებასაც აძლევს. ეს ეხება როგორც მრავალწლოვანი კულტურების ბაღებს, ისე ვენახებს, გარდა რქაწითელის ჯიშისა. ბაზარზე არის რქაწითელის ჭარბი წარმოება, რაც გვინდა, რომ დავაბალანსოთ. შესაბამისად, ფერმერებს საშუალებას ვაძლევთ, ამ კულტურის სხვა ჯიშებით ჩანაცვლება მოახდინონ, რომელიც კომერციულად შეიძლება უფრო მეტად საინტერესო იყოს და მეტი ღირებულება ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics