|
2020-08-15 22:14:55, 1068 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ენმ-ს განცხადებები პროპაგანდისტულად ივანიშვილის დახმარებაა
„ენმ-ს განცხადებები, ჩემი აზრით, პროპაგანდისტულად ივანიშვილის დახმარებაა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის პრემიერობის საკითხის წინ წამოწევაც ძვირად დაუჯდება ენმ-ს. “რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, რაც წამოიჭრა ენმ-ის წევრების ნაწილის მხრიდან, ჩემი აზრით, პროპაგანდისტულად ეს ივანიშვილის დახმარებაა, იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმა, რომ თუ ბიძინა არ იქნა, მიშა იქნება, სწორედ ის ხაზია, რაც ქართულ ოცნებას აქვს. გასაგებია, რა გათვლაც აქვთ, მაგრამ ბევრად მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც შეთანხმებულია, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს, ვიდრე მათი, რომლებიც რომელიმე ერთ პარტიას, მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს. თუ 51%-ზე მეტს მიიღებს ნაციონალური მოძრაობა, ბუნებრივია, ვინც მათ სრუთ, იმ პრემიერს წარადგენენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეგ არ მოხდება და იქნება კოალიცია, სადაც მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა. აღშფოთება იმით, რატომ არ მოგწონთ ჩემი არჩევანიო, კომიკურია, რომ არა საზიანო. აქ იმაზე კი არაა ლაპარაკი, რომ ერთმანეთი მოგვწონს და ამიტომ ვუჭერთ ერთმანეთს მხარს. უბრალოდ, ეროვნული ამოცანაა, რომ რისკები დავაზღვიოთ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ძვირად არ დაუჯდებათ სააკაშვილის პრემიერობის საკითხს რომ წევენ წინ? რისი მომტანია ეს? 50% არავის აქვს. ყველას სჭირდება ურთიერთმხარდაჭერა, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ. ვისაც ეს არ ესმის, ვერაფერი გაუგია, მაგრამ მოუწევთ გაგება, იმდენად მყარია რეალობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)